ღამის მოლარე-კონსულტანტი- თემქა
"ბიბლუსი ჯგუფის" შვილობილი კომპანია - შპს " მულტი " აცხადებს ვაკანსიას ღამის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თემქის ფილიალში. "მულტი" არის პირველი მულტიფუნქციური სივრცე საქართველოში, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა მიმართულებებს: სურსათს, სააფთიაქო ქსელს, საყოფაცხოვრებო ტექნიკას, სათამაშოებისა და წიგნების მაღაზიას და მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევანს. სამუშაო ადგილი: თემქა 11მ/რ 3კვ. სამუშაო გრაფიკი: 23:00-08:00 სთ. ყოველ მეორე დღეს (2 საათი შესვენება ცვლის დროს). ძირითადი მოვალეობები: ** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება; ** მომხმარებლისთვის ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა; ** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება; ** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება. მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. ჩვენ გთავაზობთ: ** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას; ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** მზარდ საბონუსე სისტემას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას.