მოლარე-კონსულტანტი ბათუმი
"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას.
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.goodwill.ge
კომპანია "გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს
ფუნქცია მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება/შევსება;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადიანობის კონტროლი;
ძირითადი მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
სამუშაო პირობები:
- გრაფიკი: 40 საათი კვირაში;
- ანაზღაურება: საათობრივი, თვეში მინიმუმ 1200ლ + ეფექტური საბონუსე სისტემა;
- ლოკაცია: გორგილაძის #88, შერიფ ხიმშიაშვილის #61, რეჯებ ნიჟარაძის #18;
- ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ.
ჩვენ გთავაზობთ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- გუდვილის ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია;
- Fitpass ბარათს.