მოლარე-ოპერატორი- ბათუმი — უნიკომი

უნიკომი — ლოგო
უნიკომი

მოლარე-ოპერატორი- ბათუმი

₾1250.0 აქტიური ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "უნიკომის" საცალო ქსელი წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Acer, Xiaomi, Philips, Canon, Toshiba, TCL და ა.შ.
"უნიკომის" მთავარ ღირებულებას წარმოადგენს თანამშრომლების, მომხმარებლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა. ჩვენი მიზანია, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვით, მოვიპოვოთ ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.
შპს "
უნიკომი
" აცხადებს ვაკანსიას
მოლარე-ოპერატორის
პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
ბათუმი
, ჭავჭავაძის #3
დასაქმების ტიპი: კვირაში 40 საათი (5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული
1250 ლარი
(გროსი)
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მომსახურება სალაროსთან სწრაფად და ზრდილობიანად
** პროდუქციის სკანირება და სწორად გატარება სისტემაში
** გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
** ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის)
** მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
** სალაროს წარმოება;
** თანხის აღება;
** მომხმარებელთან უნაღდო ანგარიშსწორება;
** Tax Free-ს რეგისტრაცია;
** ინვოისის გამოწერა ბანკისთვის;
** შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
** დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
** მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** დაბრუნებების და გაცვლის პროცესის მართვა
** შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
** ჩეკის ამობეჭდვა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად;
** სალაროს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** თურქული ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე; (სასურველია)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია 1C მუშაობის გამოცდილება. (სასურველია)
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** გულისხმიერი;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის გრძნობით;
** მოწესრიგებული;
** გუნდურად და ინდივიდუალურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.
შერჩევის პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად:
** რეზიუმეების გადარჩევა;
** გასაუბრება.