მოლარე-კონსულტანტი
საგალანტერიო ზარდახშა აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია სამკაულებისა და აქსესუარებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის პროდუქცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ. N41
ანაზღაურება: 50 ლარი დღეში
სამუშაო გრაფიკი: 2/2
გამოცდილება: სასურველია
მოვალეობები:
- მომხმარებლების კონსულტაცია და მომსახურება;
- პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- სალარო ოპერაციების შესრულება;
- მაღაზიაში წესრიგის უზრუნველყოფა.
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გიყვარს მომხმარებელთან ურთიერთობა, მოხარული ვიქნებით, შემოგვიერთდე!