მოლარე-კონსულტანტი — Celio

Celio

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ფრანგული ტანსაცმლის ბრენდი "Celio" აცხადებს მოლარე-კონსულტანტის ვაკანსიას. თუ გიყვართ მოდა, მომხმარებელთან ურთიერთობა და გსურთ გახდეთ საინტერესო საერთაშორისო პროექტის ნაწილი, ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული ან/და ნახევარი;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით;
** დასვენება: კვირაში 2 დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი;
** 30%-იანი ფასდაკლება Celio-ს პროდუქციის ასორტიმენტზე;
** გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის (მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) ულიმიტო აბონიმენტი.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად შესწავლა და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული რეკომენდაციების შეთავაზება;
** გაყიდვების პროცესის ეფექტურად მართვა და დასახული მიზნების შესრულება;
** მიმდინარე აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ მომხმარებლების ინფორმირება;
** სალაროსთან მუშაობა და გადახდის პროცესის სწორად წარმართვა;
** პროდუქციის სწორად განთავსება და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის რაოდენობისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** საქონლის გადაფასებისა და სეზონური ფასდაკლებების პროცესში მონაწილეობა;
** პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული სექციის მოწესრიგება და მაღაზიის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია საცალო ვაჭრობის ან მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია შესაბამის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და მომხმარებელზე ორიენტირებული დამოკიდებულება;
** აუცილებელია ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება.