მოლარე-კონსულტანტი — ფემილი + 2024

ფემილი + 2024

მოლარე-კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი გორი · ადგილზე სრული განაკვეთი

ქიმიურ საშუალებათა მაღაზია ფემილი + ქ. გორში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მყიდველთან (მომხმარებელთან) ფულადი ანგარიშსწორება საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით და შესაბამის პროგრამაში გაყიდვების გატარება
  • სალაროსთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის წარმოება და სალარო აპარატის მართვა, კერძოდ: ნაღდი ფულის სალაროში მიღება-გაცემა დანიშნულებისამებრ, სალარო აპარატის წიგნის წარმოება მასში ნაღდი ფულის მიღების და გაცემის ოპერაციების ასახვით, ნაღდი ფულის მოძრაობის აღრიცხვა, კონტროლი და ყოველდღიური ნაშთის გამოყვანა
  • ყოველ დღის ბოლოს დღიური შემოსავლების შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და ბუღალტერისათვის გადაცემა
  • პროდუქციის ნაშთის, გაყიდვების და სხვა მონაცემების პროგრამული კონტროლი
  • სამუშაო დღის ბოლოს სალაროს გასწორება/ნაღდი ფულის ჩაბარება კომპანიის სალაროში
  • საჭიროების შემთხვევაში სავაჭრო ობიექტის შიდა ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით
  • სალაროს წარმოებასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობის შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;

უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი, ქიმიურ საშუალებათა მაღაზია " ფემილი +2024"

ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაო გრაფიკი: სტადარტული, შესაძლოა მუშაობა ცვლებშიც.