მოლარე-ბუღალტერი
მულტიბრენდული შოურუმი "ბელ მეზონი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ბუღალტერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სალაროს ოპერაციების განხორციელება მოქმედი წესებისა და პროცედურების შესაბამისად;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება, პროგრამაში ასახვა და კონტროლი;
- დღის განმავლობაში განხორციელებული ოპერაციების აღრიცხვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
- გაყიდვებთან და გადახდებთან დაკავშირებული ინფორმაციის დამუშავება;
- ყოველდღიურ და ყოველთვიურ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება;
- პერიოდული ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
- კომპანიაში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან, ბუღალტერიის, გაყიდვებისა და შესყიდვების დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
- კომპანიის შიდა პროცედურებისა და ფინანსური დისციპლინის დაცვა;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაოების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
- უმაღლესი განათლება ტექნიკური, ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით;
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების, ეკონომიკის ან შესაბამის სფეროში;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
- საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ORIS; FINA).
პირობები:
- ანაზღაურება: 2500 ლარი
- სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ, 1-საათიანი შესვენებით
- სამედიცინო დაზღვევა
დამატებითი ინფორმაცია:
- მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
- ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge