მოლარე — გრადუსი

გრადუსი

მოლარე

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"გრადუსი" გათბობისა და სანტექნიკის მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

კომპანია "გრადუსი" წარმატებით საქმიანობს გათბობის, სანტექნიკისა და წყალმომარაგების სფეროში. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ ხარისხიანი პროდუქცია და პროფესიონალური მომსახურება.
ამჟამად ვეძებთ პასუხისმგებლობიან, მოწესრიგებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქუჩა №52

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** კვირაში ერთი დასვენების დღე
** ანაზღაურებადი სტაჟირება
** ბონუსური სისტემა
** ხელფასი: 1000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლებისგან თანხის მიღება და სალარო ოპერაციების სწორად შესრულება
** მიღებული თანხის აღრიცხვა, შემოწმება, ჩაბარება და გაცემა
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის ძირითადი ასორტიმენტის ცოდნა
** სხვადასხვა სიის დათვლა, შემოწმება და დამუშავება
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებულად წარმართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან თავაზიანი ურთიერთობის უნარი
** ინფორმაციის გასაგებად და მკაფიოდ გადმოცემის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ყურადღებიანობა და ორგანიზებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი

უპირატესობად ჩაითვლება:

** კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის ცოდნა
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება

თუ ხართ პასუხისმგებლობიანი, ყურადღებიანი და გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გელოდებით ჩვენს გუნდში! დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: