მოლარე — ლუმენი

ლუმენი

მოლარე

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ლუმენი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე

"ლუმენი" — ქართული კომპანია, რომელიც განათების სფეროში წლებია წარმატებით ოპერირებს და მომხმარებლებს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პროდუქციას სთავაზობს. კომპანია ამჟამად აერთიანებს 20-მდე თანამშრომელს და თბილისში 3 შოურუმს მართავს.

ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ მოლარეს, რომელიც უზრუნველყოფს სალაროს ოპერაციების სწორად და ზუსტად შესრულებას და მომხმარებლებს მაღალ ხარისხის მომსახურებას გაუწევს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №116

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გადახდის პროცესის მართვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
** POS-ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროს ოპერაციების წარმოება და თანხების სიზუსტის კონტროლი;
** სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ყოველდღიური სალარო და საოფისე პროცესების მხარდაჭერა;
** საჭირო ინფორმაციისა და მონაცემების Excel-ში დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ცოდნა;
** POS-ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერისა და Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა;
** Excel-ში მარტივი ოპერაციების შესრულების უნარი;
** თანხებთან მუშაობისას მაღალი სიზუსტე და ყურადღება;
** დოკუმენტაციასთან მოწესრიგებულად მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული სამუშაო მიდგომა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
** მრავალწლიანი გამოცდილება არ არის აუცილებელი.
** მნიშვნელოვანია გქონდეთ სალაროსთან მუშაობის საბაზისო გამოცდილება და მზად იყოთ ახალი ცოდნისა და უნარების შესაძენად.

სამუშაო პირობები:

** 1-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება — 800 ₾;
** სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ — 1000 ₾ ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი;
** ბონუსი განისაზღვრება სამუშაო შედეგებისა და კომპანიის შიდა ბონუსური სისტემის შესაბამისად;
** კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული და მეგობრული სამუშაო გარემო;
** განვითარებისა და კარიერული გამოცდილების მიღების შესაძლებლობა.