მიმტანი- წალკა — კასს ლენდი

კასს ლენდი

მიმტანი- წალკა

₾2000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კასს ლენდი აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: წალკის მუნიციპალიტეტი

სამუშაო გრაფიკი: სრული

ანაზღაურება: 1200-2000 ლარი გამოცდილების შესაბამისად

კომპანია უზრუნველყოფს: განთავსებას, კვებას

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
  • სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება;
  • სტუმრების შეკვეთების მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში კერძების ინგრედიენტების და მომზადების პროცესის შესახებ სტუმრების ინფორმირება;
  • კერძების/შეკვეთის თანმიმდევრობით სტუმართან გატანა;
  • სტუმრებისთვის ყურადღების მიქცევა, პოზიციის კონტროლი;
  • სტუმრებისთვის ანგარიშის მომზადება/მიტანა;
  • სტუმრის გაცილება და შთაბეჭდილების გაგება;
  • სუფრის გაწყობა/გასერვირება (მაგიდების და დამხმარე სერვის/კარადის

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • მსგავსი მოვალეობების შესრულების 2 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

დამატებითი მოთხოვნები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
  • პუნქტუალურობა,
  • ორგანიზებულობა,
  • დეტალებზე ორიენტირებულობა,
  • კომუნიკაბელურობა,
  • გუნდური მუშაობის უნარი,
  • ანალიტიკური აზროვნება, მომსახურების უნარები.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ