მიმტანი- საგურამო
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
ამჟამად შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობის "შვილობილი კომპანია რესტორანი "გურამიშვილის მარანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: საგურამო
ანაზღაურება: 2 000 ლარიდან — კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
- მენიუს გაცნობა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების შერჩევაში დახმარება;
- შეკვეთების მიღება და შესაბამისი პროგრამაში ასახვა;
- შეკვეთის დროული და სწორად მიწოდება;
- სამზარეულოსა და ბარის გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ანგარიშსწორების პროცესის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.