მიმტანი- ყაზბეგი — სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი — ლოგო
სასტუმრო ინტურისტი ყაზბეგი

მიმტანი- ყაზბეგი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "Intourist Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მენიუს შემადგენლობის ზედმიწევნით ცოდნა;
  • მომსახურების წესების დაცვა სასტუმროს დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
  • მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
  • სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
  • სალაროში გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება;
  • სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
  • სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა. უკმაყოფილო სტუმრის შემთხვევაში მიზეზის დადგენა და მენეჯერისთვის ცნობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი, მათ შორის პრობლემურ სტუმრებთან;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ