მიმტანი- მუხრანი, მცხეთა
სს "შატო მუხრანი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სოფელი მუხრანი, მცხეთა
განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრისგან შეკვეთის მიღება და მომსახურება;
- მენიუს ზედმიწევნით ცოდნა;
- სტუმრისთვის სასიამოვნო და პოზიტიური გარემოს შექმნა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე კომუნიკაცია.
რას გთავაზობთ:
- სუპერ მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობის შანსს;
- იყოთ უნიკალური გარემოს ნაწილი;
- კონკურენტუნარიან საკომპენსაციო პაკეტს;
- სადილით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას მუხრანში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კვალიფიციურ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
წარმატებას გისურვებთ!