მიმტანი- ქუთაისი
"Kutaisi Bazaar Hotel" არის ბუტიკური სტილის 8-ნომრიანი სასტუმრო & ბარი, სადაც თანამედროვე სტუმარმასპინძლობა და ქუთაისური ავთენტურობა ხვდება ერთმანეთს. ჩვენი მისიაა შევქმნათ უნიკალური გამოცდილება სტუმრებისთვის, სადაც მაღალი კლასის სერვისი ერწყმის ქუთაისურ უშუალობას.
გუნდში ვეძებთ პოზიტიურ, კომუნიკაბელურ და განვითარებაზე ორიენტირებულ მიმტანს, რომელიც გახდება ჩვენი სივრცის "სახე" და სტუმრებისთვის დაუვიწყარი მასპინძლობის გარანტი.
სამუშაო გრაფიკი: სრული / ცვლების მიხედვით
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ლოკაცია: ქუთაისი, ფალიაშვილის 17
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების თბილი, თავაზიანი დახვედრა და მათთვის მენიუს (კერძებისა და კოქტეილების/სასმელების) დეტალური გაცნობა;
- სტუმრის გემოვნების მიხედვით რეკომენდაციების გაწევა და გაყიდვების სტიმულირება;
- შეკვეთების სწორად მიღება, პროგრამაში შეყვანა;
- ბარისა და სამზარეულოს გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია სერვისის მაღალი სისწრაფის უზრუნველსაყოფად;
- მაგიდების სისუფთავისა და დარბაზში წესრიგის მუდმივი კონტროლი;
- სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება (ნაღდი/უნაღდო);
- საჭიროების შემთხვევაში, სტუმრის უკუკავშირის მიღება და მენეჯმენტისთვის გადაცემა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე (ბარში, რესტორანში ან ბუტიკურ სასტუმროში) მუშაობა სასურველია;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
- გამართული მეტყველება, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ენერგიულობა, სტრესულ გარემოში სწრაფი რეაგირებისა და პრობლემების მოგვარების უნარი;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.