მიმტანი- ქუთაისი — ლუდის პაბი ჰოეგარდენი

ლუდის პაბი ჰოეგარდენი — ლოგო
ლუდის პაბი ჰოეგარდენი

მიმტანი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ლუდის ბარი "Hoegaarden" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი (ცისფერყანწელთა #7)

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების კეთილგანწყობით დახვედრა და მომსახურება;
  • მაგიდების გაწყობა/ალაგება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • მენიუს, კერძებისა და სასმელების შესახებ სტუმრისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების სწორად და დროულად მიწოდება;
  • სამუშაო სივრცეში სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება;
  • მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
  • სხვა მიმდინარე მოვალეობების შესრულება პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში;
  • კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში.

მოთხოვნები:

  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართულად ფლობა;
  • ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციისა და სტუმართან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა და პოზიტიური დამოკიდებულება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სტაბილურ დასაქმებას;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ