მიმტანი/დარბაზის თანამშრომელი
ლა პანეტერია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/დარბაზის თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და მათთვის მენიუს შეთავაზება;
- შეკვეთების მიღება და შესაბამის სისტემაში სწორად ასახვა;
- კერძებისა და სასმელების დროული და სათანადო ფორმით მიწოდება;
- სტუმრებისთვის მენიუს შემადგენლობისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
- სტუმრების მოთხოვნებსა და შეკითხვებზე ოპერატიული რეაგირება;
- დარბაზში სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სამზარეულოსა და დარბაზის გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
- კომპანიის შიდა წესებისა და სტანდარტების დაცვა.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველებისა და კარგი კომუნიკაციის უნარი;
- სტუმარზე ორიენტირებულობა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე და 2 დასვენების დღე.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნებათ, იმუშაოთ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდეთ;
- კომპანიის პროდუქტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.