მიმტანი- ჩინეთი
ჩინური კომპანია აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ობიექტი: ქართული რესტორანი
სამუშაო ადგილი: გუანჯოუ, ჩინეთი
ანაზღაურება და პირობები:
- ხელზე ასაღები ხელფასი: 1, 000 აშშ დოლარი;
- დამატებითი ბონუსები გაყიდვებში აქტიური ჩართულობის საფუძველზე;
- დაწინაურების პერსპექტივა - წარმატებულ და მოტივირებულ თანამშრომელს აქვს პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების მიღება და პროფესიული მომსახურება;
- შეკვეთების მიღება და დროული მომსახურება;
- კერძებისა და სასმელების მიწოდება;
- სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება;
- რესტორნის მომსახურების სტანდარტებისა და სისუფთავის დაცვა;
- მენიუს, ქართული კერძებისა და ღვინოების შესახებ სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ღონისძიებების, ქართული კულინარიული დღეებისა და ღვინის დეგუსტაციების მომსახურებაში მონაწილეობა;
- რესტორნისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში მონაწილეობა;
- გაყიდვების ხელშეწყობა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება სტუმრებისთვის;
- გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და სამუშაო დისციპლინის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიმტანად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- უმაღლესი განათლება - დიპლომის არსებობა სავალდებულოა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პოზიტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური პიროვნება;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
- გაყიდვებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარები.