მიმტანი- ბუკნარი — Buknari Hotel

Buknari Hotel — ლოგო
Buknari Hotel

მიმტანი- ბუკნარი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Buknari Hotel აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ხელფასი: 1300 ლარი (NET)

გრაფიკი: კვირაში 40 საათი

მდებარეობა: ბუკნari

ძირითადი მოვალეობები:

  • სარესტორნო სივრცის მომზადება სამუშაო დღის დასაწყისში (მაგიდების გაწყობა, ტერიტორიის ვიზუალური მოწესრიგება, ტექსტილის, ჭურჭლის მარაგის შევსება და ა.შ);
  • დეტალური ინფორმაციის ცოდნა რესტორნის მენიუს შესახებ (საკვების და სასმლის ინგრედიენტები და ალერგენები);
  • სტუმრისთვის მენიუში არსებული კერძების და სასმელების შეთავაზება/კონსულტაციის გაწევა;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა და სამუშაო ადგილზე წესრიგის უზრუნველყოფა;
  • სალარო ოპერაციების შესრულება (საჭიროების შემთხვევაში).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • რესტორნის მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომსახურების სტანდარტებისა და საჭმლის/სასმლის პრეზენტაციის საბაზისო ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:

  • თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ;
  • ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
  • პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს;

აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ