მიმტანი- ბათუმი
სასტუმრო "GreenWood Hotel&Spa" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.
უშუალო ხელმძღვანელი- რესტორნის მენეჯერი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მაგიდების გასერვირება/ალაგება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად
- სტუმრის დროული დახვედრა/მიღება
- სტუმრისათვის მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება და დროული მომსახურების უზრუნველყოფა
- სტუმრის ინფორმირება დაგვიანებადი კერძის შემთხვევაში, საჭიროებისამებრ უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება და შესაბამისი ზომების მიღება
- სტურმებთან მუდმივად კომუნიკაციის დამყარება; მათი კომპლიმენტების, საჩივრებისა და პრეტენზიების მოსმენა საკვების, სასმელის, მომსახურების ხარისხისა და გარემოს კუთხით, საჭიროებისამებრ შესაბამისი ზომის მიღება დადგენილი სტანდარტის მიხედვით და უშუალო ხელმძღვანელის საქმის კურსში ჩაყენება
- კომპანიის მიერ გამოყოფილი უნიფორმის ტარება სუფთა და მოწესრიგებულ მდგომარეობაში
მოთხოვნები:
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
- თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი, ორგანიზებულობა, სერვისზე/მომსახურებაზე ორიენტირებულობა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"თქვენ მიერ გამოგზავნილი განაცხადი/CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "გრინვუდ ჰოტელ". გაცნობებთ, რომ შპს "გრინვუდ ჰოტელ"-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, ვაკანსიის მოთხოვნებთან თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და დამუშავების პრინციპების შესაბამისად. განაცხადი/CV/რეზიუმე-ს გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს სხვა მოქმედ და სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გამოგზავნილი განაცხადი შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის შესაბამის პოზიციაზე აყვანის შემთხვევაში, სახელშეკრულებო/შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობით."
გისურვებთ წარმატებას!