მიმტანი- ბათუმი — Best Western Plus Batumi

Best Western Plus Batumi

მიმტანი- ბათუმი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო სასტუმრო ქსელი "Best Western Plus Batumi / ბესთ უესტერნ პლას ბათუმი", რომელიც 2024 წლის გაზაფხულს გაიხსნა, აცხადებს ვაკანსიას კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მიმტანის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი ცვლები (კვირაში 2 დღე დასვენება);

ლოკაცია: ბათუმი, დ. აღმაშენებლის ქ. N13ბ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • რესტორნის სივრცის მომზადება სტუმრების მოსვლამდე;
  • მენიუს და სხვა სასტუმროს ინფორმაციის ზედმიწევნით ცოდნა;
  • სტუმრებისთვის მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის ცოდნა და საჭიროებისამებრ სტუმრისთვის ახსნა;
  • შეკვეთის სწორი აღება, ანგარიშის გახსნა და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
  • სტუმრებთან და კოლეგებთან დადებითი და ეფექტური კომუნიკაცია;
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარები:

  • მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ