მიმტანი/ბარისტა — Bazzar Boutique Hotel

Bazzar Boutique Hotel

მიმტანი/ბარისტა

₾1100 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Bazzar Boutique Hotel-ის გუნდი ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს, რომელიც დაიკავებს მიმტანის/ბარისტას პოზიციას.

ანაზღაურება და პირობები:

  • ხელფასი: 1100 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) + ბონუსი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კომპანიის მხრიდან კვება;
  • უნიფორმა.

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე (მცოცავი გრაფიკი);
  • სრული განაკვეთი, 9-საათიანი სამუშაო გრაფიკი (1 საათი შესვენება).

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა და მენიუს შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთის მიღება, დაფიქსირება შესაბამის სისტემაში და დროული მიწოდება;
  • მენიუში არსებული პროდუქტებისა და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • მაგიდების სერვირება;
  • სტუმრების მიერ მიღებული უკუკავშირის შესაბამის ზედამხედველთან გაზიარება.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • კვებისა და სასმლის სფეროში განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა აუცილებელია; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ