მიმტანი — იტალიური რესტორანი რენე

იტალიური რესტორანი რენე — ლოგო
იტალიური რესტორანი რენე

მიმტანი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

იტალიური რესტორანი "რენე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. ჩვენი გუნდისთვის ვეძებთ ენერგიულ, პოზიტიურ და შრომისმოყვარე წევრებს.

გრაფიკი: შეთანხმებით, შესაძლებელია როგორც 5/2-ზე 9 საათიანი სამუშაო გრაფიკით, ასევე 2/2-ზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრის დახვედრა, მაგიდამდე მიცილება.
  • საკვებისა და სასმლის მენიუს სრულფასოვნად ცოდნა და საჭირო რეკომენდაციების გაცემა.
  • სერვისის მაღალი სტანდარტების მიხედვით მაგიდის მომსახურება.
  • მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება.
  • მყუდრო და მეგობრული გარემოს შექმნა სტუმრებისთვის.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმართან.
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა.
  • 1 წელზე მეტი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად.
  • ქართული და ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტუნარიან ხელფასს 1300 ლარიდან.
  • მოქნილ გრაფიკს.
  • კვებით უზრუნველყოფას.
  • ღამის სმენის შემდეგ სახლში ტაქსით გაშვებას.
  • მეგობრული და კომფორტული გარემოს.
  • ტრენინგებსა და პროფესიულ განვითარებას.
  • ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ