მიმტანი
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham", აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: სრული (06:30-15:30)
- ანაზღაურება: 1000 ლარი (NET)
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კვება
- ბონუსი
პროფესიული უნარ-ჩვევები:
- დროის მართვის უნარი
- სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
- ცვლებში მუშაობის შესაძლებლობა
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- საერთაშორისო ქსელში მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა)
სამუშაოსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები:
- სტუმრის კმაყოფილების უზრუნველყოფა
- სასტუმროში არსებული ყველა წესისა და სტანდარტის დაცვა
- მომხმარებლებთან ურთიერთობა და მომსახურება არსებული სტანდარტის დაცვით
- სტუმრებისთვის მომსახურების სრული ციკლის მართვა: მენიუს გაცნობა, კერძების შემადგენლობის, ალერგენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მაგიდის მომზადება, ანგარიშსწორების უზრუნველყოფა
- ფუნქციიდან გამომდინარე, ხელმძღვანელობის მიერ მიცემული დავალებების შესრულება
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- სერვისის საერთაშორისო სტანდარტის ტრენინგებს
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება კვებისა და სასმელების განყოფილების ხელმძღვანელობის წინაშე.
"City Hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge