მიმტანი — ამპელო

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ამპელო — ლოგო
ამპელო

მიმტანი

შეთანხმებით იწურება კარდანახი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო „ამპელო“ აცხადებს ვაკანსიას

მიმტანის პოზიციაზე

მდებარეობა: კარდანახი

სამუშაო გრაფიკი: სრული / ცვლების მიხედვით

ფუნქცია-მოვალეობები:

 სტუმრების თავაზიანი, სტუმართმოყვარე და მაღალი სტანდარტების შესაბამისი

მომსახურება;

 მენიუს, კერძების შემადგენლობისა და ღვინის ასორტიმენტის ზედმიწევნით ცოდნა,

სტუმრისთვის რეკომენდაციების გაწევა;

 სტუმრებისგან შეკვეთის დროულად და უშეცდომოდ მიღება, სპეციალიზებულ

პროგრამაში გატარება;

 მაგიდების გაწყობა (სერვირება) და სამუშაო ზონის სისუფთავის მუდმივი

კონტროლი;

 სამზარეულოსა და ბართან ეფექტური კომუნიკაცია შეკვეთების დროულად

მიწოდების მიზნით;

 სტუმრისთვის ანგარიშის სწორად წარდგენა და სალარო ოპერაციების წარმოება;

 სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და სასტუმროს შიდა სტანდარტების მკაცრი

დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასტუმროს ან მაღალი კლასის

რესტორნის გარემოში ჩაითვლება უპირატესობად);

 ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად და თავისუფლად კომუნიკაციის

უნარი (რუსული ან სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება პლუსად);

 სასტუმრო/სარესტორნო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

 გუნდური მუშაობის, სტრესულ სიტუაციაში ორიენტაციისა და დროის ეფექტურად

მართვის უნარი;

 პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა და თავაზიანობა.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV)

ფოტოსურათით.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და გასაუბრების

საფუძველზე.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ

წარმატებას!

ჩვენ მოგიძებნით კურიერის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა კურიერის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ