მიმტანი
შპს "ენთუზიასტი" ბაზარზე უკვე 12-წლიანი გამოცდილებით არის წარმოდგენილი კაფეებისა და ჩილიმ-ბარების სექტორში და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან მომსახურებასა და გამორჩეულ გამოცდილებას.
ჩვენ ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ენერგიულ და კომუნიკაბელურ მიმტანს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს და იზრუნებს სტუმრებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფაზე.
სამუშაოს აღწერა:
- სტუმრების დახვედრა და მომსახურება მაღალი სტანდარტით
- მენიუს წარდგენა და რეკომენდაციების გაწევა
- შეკვეთების მიღება და სამზარეულოსა და ბართან სწორად გადაცემა
- მაგიდების მოწესრიგება და სისუფთავის კონტროლი
- გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა
- სწრაფი და ორგანიზებული მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- უცხო ენის (ინგლისური/რუსული) ცოდნა სასაუბრო დონეზე
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
- 8-საათიან სამუშაო გრაფიკს