მიმტანი — რესტორანი მაჩაბელი

რესტორანი მაჩაბელი

მიმტანი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Matchabeli - რესტორანი, რომელიც მდებარეობს თბილისში, ივანე მაჩაბლის 6 ნომერში, ეძებს გუნდის წევრს მიმტანის პოზიციაზე.

პირობები:

  • ჯანსაღი, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
  • მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
  • შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
  • 9 საათიანი ცვლა;
  • საწყისი ანაზღაურება 1200 ლარიდან.

საჭირო უნარები/მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
  • შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • მენიუს კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;
  • ადმინისტრატორებთან, სამზარეულოსთან დროული და ორგანიზებული კომუნიკაცია;
  • მაგიდებისა და დახლების მოწესრიგება და სერვირება მიღებული სტანდარტის შესაბამისად;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
  • კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ "მაჩაბელი"_ს პროფესიონალთა გუნდს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!