მიმტანი
Tbilisi Philharmonic Hotel by mercure & Ibis Styles Tbilisi Center აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სასტუმრო იმართება Accor Hotels-ის მიერ, რომელიც წამყვანი სასტუმრო ოპერატორია მსოფლიოში. ჩვენ ორიენტირებული ვართ ჩვენი თანამშრომლების განვითარებასა და წინსვლაზე. შემოგვიერთდი და გახდი გუნდის წევრი, რომელიც სტუმართმოყვარეობის დაუვიწყარ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს!
თქვენი ცოდნა და გამოცდილება:
- სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- მომხმარებლის ყურადღებით და მოთმინებით მომსახურება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და კომუნიკაბელურობა;
- მრავალფუნქციური დავალებების და სწრაფი ტემპის პირობებში სამუშაოს კარგად შესრულების უნარი;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტის დახვედრა და მაგიდამდე მიცილება;
- მენიუს მიწოდება, საჭიროების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის შეკვეთილი საკვებითა და სასმელით მომსახურება;
- სტუმრებისთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა;
- გადახდის ჩეკებისა და ქვითრების შეგროვება და უზრუნველყოფა.
რა დაგხვდებათ ჩვენთან:
- ტრეინინგის და განვითარების შესაძლებლობა;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- მეგობრული და დინამიური გარემო;
- ლანჩი.
მისამართი: ქ. თბილისი, მელიქიშვილის გამზ. #10
უპირატესობები:
- ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
- უფასო კვება.