მიმტანი
ვილბურ ჰოლდინგი" მოიცავს საცალო გაყიდვებს (მათ შორის IZIPIZI, Giggles), სტუმარმასპინძლობას (BRØD, BRØD the Bakery, Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.
"BRØD"-ის გუნდში ვეძებთ მიმტანს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნინოშვილის #69
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, კვირაში 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე
თვიური ანაზღაურება: 1100 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების მომსახურება ობიექტზე დადგენილი სტანდარტებით
- მენიუს ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
- სტუმრების გამასპინძლება, შეკვეთების მიღება, ხარისხიანი სერვისის უზრუნველყოფა
- შეკვეთის შეყვანა და კონტროლი შესაბამის პროგრამაში
- სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება, მოწესრიგება
- სტუმრებთან ანგარიშსწორების პროცესის მართვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა
- პასუხისმგებლიანობა
- გუნდური მუშაობის უნარები
- ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
- ეფექტური საკომუნიკაციო უნარები
უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება სასტუმრო/სარესტორნო სფეროში
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს