მიმტანი
შპს. „გლორია“ მართავს ორ სასტუმროს - „ტიფლის პალასს“, რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო, (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერს და რესტორანს „ტიფლის ვერანდას“) და „Grand Gloria“-ს - გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრს, რესტორანს. კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.
შპს „გლორია“ რესტორან „ტიფლის ვერანდასთვის“ აცხადებს ვაკანსიას „მიმტანი“-ს პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ.თბილისი, გორგასლის 3
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური და რუსული
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს,
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას,
- კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას,
- კვებით უზრუნველყოფას.
ვის ვეძებთ ჩვენ:
ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
- აქვს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- იცის რუსული და ინგლისური ენები;
- არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.
მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან მათი მიცილება;
- მაგიდის მომზადება კერძების გამოსატანად, მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება, კერძების და სასმელების მირთმევა;
- მაგიდის ალაგება;
- ანგარიშისწორების პროცესის მართვა;
- სტუმრების გაცილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 ივლისი
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- უფასო კვება