მიმტანი
„აიანომა“ არის პირველი ტრადიციული იაპონური ყავის სახლი თბილისში. პროექტი იაპონელი ყავის სპეციალისტების მიერ არის ინიციირებული, რომელთაც ქალაქ ოსაკაში ყავის კულტურის განვითარებაში წლების გამოცდილება აქვთ. „აიანომა“-ში მომხმარებელს ვთავაზობთ იაპონელი ოსტატების მიერ მოხალულ პრემიუმ ყავას მსოფლიოს საუკეთესო ყავის მარცვლებით, რომელიც ტრადიციული იაპონური მეთოდით, ხელით არის მომზადებული, ასევე ექსკლუზიურ იაპონურ დესერტებს, სასმელებს და ყავასთან დაკავშირებულ პროდუქციას.
ვაკანსიის დასახელება: მიმტანი
ლოკაცია: თბილისი, რუსთაველის გამზირი
სამუშაო დღეები: დღეგამოშვებით
სამუშაო საათები: დღის ცვლა (08:00 – 15:00 საათი) | საღამოს ცვლა (15:00 – 22:00)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების მიღება და მომსახურება სტუმართმოყვარეობის მაღალი სტანდარტით
- მენიუს, პროდუქტებისა და კაფეს კონცეფციის წარდგენა სტუმრებისთვის
- შეკვეთების და სალაროსთან გადახდების მიღება
- ყავისა და იაპონური დესერტების ეფექტური სერვირება
- სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
მოთხოვნები:
- სერვისის ან მომხმარებელთა მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- ყავის კულტურისადმი ნამდვილი ინტერესი და სწრაფვა სრულყოფილებისაკენ
- ქართული და ინგლისური (მინიმუმ B1) ენების ცოდნა
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი, ყურადღებიანობა
- სწავლისა და ახალი უნარების ათვისების სურვილი
ჩვენ გთავაზობთ:
- ყავის მომზადების იაპონური ტრადიციული მეთოდებისა და ეტიკეტის სწავლებას
- მეგობრულ სამუშაო გარემოს და განვითარების მუდმივ პერსპექტივას
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- შესაძლებლობას, ისწავლოთ პირდაპირ იაპონელი სპეციალისტებისგან, გაიზარდოთ კომპანიასთან ერთად და გახდეთ უნიკალური პროექტის ნაწილი