მიმტანი-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი — ვასსერ შტრასსე

ვასსერ შტრასსე

მიმტანი-კონსულტანტი, გაყიდვების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ვასსერშტრასსე" აცხადებს ვაკანსიას მიმტანი-კონსულტანტის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.

ფუნქციები:

** რესტორნის სტუმრების მომსახურება და მათთვის სასიამოვნო გარემოს შექმნა;
** კერძების შერჩევისას სტუმრისთვის დახმარების აღმოჩენა, კერძების ინგრედიენტებისა და მომზადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ;
** შეკვეთების მართვა-ორგანიზება, ანგარიშების კონტროლი, მონაცემების პროგრამაში შეყვანა;
** ღვინის და აქსესუარების გაყიდვების პროცესის მართვა;
** გასაყიდი პროდუქციის ცოდნა;
** ონლაინ კომპანიების და სხვა დამკვეთების შეკვეთების მომზადება-გაცემა;
** სასაქონლო ნაშთების კონტროლი, ამოწურული პროდუქციის შეკვეთების ფორმირება-გადაგზავნა, პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება;
** სამუშაო სივრცეში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება;
** მომხმარებლებთან და თანამშრომლებთან პოზიტიური კომუნიკაცია;
** კომპანიის შესაბამის რგოლებთან რეპორტინგი წინასწარ განსაზღვრული ფორმატით და პერიოდულობით;
** სხვა, გაყიდვებთან დაკავშირებული ფუნქციების კეთილსინდისიერად, მაღალ დონეზე შესრულება.

სასურველია:

** პროგრამა ფინას ცოდნა საბაზისო დონეზე;
** Microsoft Office-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, პუნქტუალური, კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე, კომუნიკაბელური, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.