მიმტანი
რესტორანი "ასი ხინკალი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, იერუსალიმის ქუჩა, 4
სამუშაო განაკვეთი: სრული
მოვალეობები:
- სტუმრებისთვის მაღალი დონის სერვისის მიწოდება და პოზიტიური გამოცდილების შექმნა;
- შეკვეთების მიღება, სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების დროული მიწოდება;
- სამუშაო დღის დასაწყისში სივრცის მოწესრიგება;
- რესტორნის მენიუს შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა;
- გაწეული მომსახურების შემდეგ სტუმრებისგან უკუკავშირის მიღება და საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელისთვის მისი გაცნობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა სამუშაო სივრცეში.
კვალიფიკაცია და გამოცდილება:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და კომუნიკაბელურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
- კვებას;
- ტრანსპორტირებას საღამოს საათებში.