მიმტანი — ანძა

ანძა

მიმტანი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ამერიკული სტილის ბარბექიუ რესტორანი "ანძა - ANDZA.BBQ" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

რესტორანს აქვს ორი ფილიალი მახათას მთაზე და ვერაზე ბაქრაძის 20 ნომერში.

ჩვენი სამზარეულო ამერიკული სტილის შებოლილი ბარბექიუთი გამოირჩევა, ასევე ბურგერები და სხვა კერძები გვაქვს.

ანაზღაურება: 1200 ლარი + თიფი

სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენიუს შემადგენლობის ცოდნა;
  • მომსახურების წესების დაცვა;
  • სტუმრების მიღება, სწრაფი და სტუმართმოყვარე მომსახურების გაწევა;
  • მაგიდების ალაგება და სისუფთავის კონტროლი;
  • სტუმრისთვის ანგარიშის მიტანა და გადახდის სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
  • სამუშაო ინვენტარის მოფრთხილება;
  • სტუმართან მუდმივი კომუნიკაცია და მის კმაყოფილებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო;
  • ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
  • ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სტუმართმოყვარე მომსახურების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ