მიმტანი — რამეკაი

რამეკაი

მიმტანი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"რამეკაი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ ყურადღებიანი, პასუხისმგებლობიანი და გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც სტუმართმოყვარეობა და მომსახურების მაღალი ხარისხი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა — "რამეკაის" გუნდი თქვენ გელოდებათ.

გრაფიკი: 2/2

ანაზღაურება: 1200 ლარი (ხელზე) + სამადლობელო

მისამართი: ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი #37

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა და მომსახურება;
  • შეკვეთების სწორად მიღება და დროული, ხარისხიანი მიწოდების უზრუნველყოფა;
  • სტუმრებისთვის მენიუს, კერძების, ინგრედიენტებისა და მომზადების წესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • მაგიდების მომზადება, მოწესრიგება და სერვისის სტანდარტების დაცვა;
  • ანგარიშისა და გადახდასთან დაკავშირებული პროცესების სწორად წარმართვა;
  • სტუმრების უკუკავშირისა და შესაძლო პრობლემების დროული გადაცემა მენეჯერისთვის;
  • რესტორნის სისუფთავის, წესრიგისა და მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში მონაწილეობა;
  • გუნდთან ეფექტური თანამშრომლობა და საერთო შედეგზე ორიენტირება.

საჭირო უნარები:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა — აუცილებელია;
  • გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიონალური ქცევა;
  • სწავლისა და განვითარების სურვილი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარების შესაძლებლობას;
  • მუშაობას საინტერესო და მრავალფეროვან გუნდთან ერთად;
  • დაზღვევას;
  • თანამშრომლების კვებას;
  • საღამოს საათებში ტრანსპორტირებას;
  • თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებებს კომპანიის ობიექტებზე;
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს;
  • 3 თვეში: 1-კვირიანი ფასიანი შვებულება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ