მიმტანი — თიბისი

თიბისი

მიმტანი

₾1400 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მარჯანიშვილის ისტორიულ შენობაში, "თიბისი კონცეპტმა" ახალი შესაძლებლობებისთვის სრულიად განსხავავებული მულტიფუნქციური სივრცე შექმნა. სივრცე თიბისის განახლებული პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია, რომელშიც გაერთიანებულია, საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცე, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები.

კაფეში სტუმრები შეძლებენ განსაკუთრებული მენიუს დაგემოვნებას, დასვენებასა და ბიზნეს შეხვდერების ორგანიზებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კაფის სივრცის მომზადება, სტუმრების მისაღებად
  • მენიუს და კერძების შემადგენლობის დეტალური ცოდნა
  • სერვისის სტანდარტების დაცვა
  • სტუმრისთვის, სპეციალური შეთავაზების შესახებ, ინფორმაციის მიწოდება
  • მაგიდებისა და ჭურჭლის მოწესრიგება
  • შეკვეთების სისტემურად უზრუნველყოფა, ანგარიშების კონტროლი
  • სისუფთავის დაცვა
  • არსებული ღონისძიების სერვისით უზრუნველყოფა

აუცილებელი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი 5 სამუშაო დღე (8+1)

ანაზღაურება: 1400₾ + ბონუსი

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კვებას;
  • ფიტპასს;
  • პროფესიულ განვითარებას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ