მიმტანი — Best Western Tbilisi City Center

Best Western Tbilisi City Center

მიმტანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Best Western Tbilisi City Center აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების თავაზიანი და პროფესიონალური მომსახურება;
  • შეკვეთების მიღება და დროული მიწოდება;
  • სტუმრებისთვის მენიუსა და სასმელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • დილის ან საღამოს ცვლაში რესტორნის à la carte მომსახურების უზრუნველყოფა;
  • რესტორნის სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო სივრცის მომზადება ცვლის დაწყებამდე და მოწესრიგება ცვლის დასრულების შემდეგ;
  • სასტუმროს მომსახურების სტანდარტებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
  • მენეჯერის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მიმტანად მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად დონეზე ცოდნა;
  • პროგრამა "ფინა"-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაბელურობა და სტუმარზე ორიენტირებული მიდგომა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებული გარეგნობა და პოზიტიური დამოკიდებულება.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი კვირაში;
  • დილის ან საღამოს ცვლა, ოპერაციული საჭიროებიდან გამომდინარე;
  • კონკურენტული ანაზღაურება + ტიპსი;
  • სტაბილური დასაქმება საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ