მიმტანი
ვაკანსიის მიმოხილვა
თბილისის ისტორიულ უბანში, ძველ თბილისში მდებარე თანამედროვე ბარ-რესტორანი ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ მიმტანს სრული განაკვეთით. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს კარიერა სტუმარმასპინძლობის სფეროში, მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება და განვითარდეს პროფესიონალურ გარემოში. ჩვენ ვაფასებთ გუნდურ მუშაობას, სტუმართმოყვარეობას და ხარისხიან მომსახურებას.
ძირითადი მოვალეობები
- სტუმრების დახვედრა, მენიუს გაცნობა და შეკვეთების მიღება
- სწრაფი და ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა რესტორნის სტანდარტების შესაბამისად
- სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი მომსახურების პროცესში
- კომუნიკაცია ბარმენთან და სამზარეულოსთან შეკვეთების დროულად მიწოდებისთვის
- სტუმრების უკუკავშირის მიღება და მათი კმაყოფილების უზრუნველყოფა
- ანგარიშსწორების პროცესის მართვა და ნაღდი/უკონტაქტო გადახდების განხორციელება
- რესტორნის ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები
- სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო, სტაჟიორების მიღება შესაძლებელია
- კომუნიკაბელურობა და პოზიტიური დამოკიდებულება სტუმრების მიმართ
- სწრაფი ადაპტაციის უნარი და გუნდური მუშაობის სურვილი
- ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება, ინლისურის და რუსულის კომუნიკაციის დონეზე ცოდნა სავალდებულოა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
უპირატესობები და სარგებელი
- სტაჟირების შესაძლებლობა და პროფესიული ზრდის პერსპექტივა
- მეგობრული და მხარდამჭერი სამუშაო გარემო
- კონკურენტული ანაზღაურება და ბონუსური სისტემა
- საკვებით უზრუნველყოფა სამუშაო საათებში
- საღამოს სმენის ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა