მიმტანი
კომპანიის შესახებ: სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმრო აერთიანებს 57 დახვეწილ ნომერს და 2 მაღალი კლასის რესტორანს. რესტორან "ხედში" სტუმრობისას, მომხმარებელს დახვდება ბუტიკის სტილის მწვანე გარემო, ძველი და თანამედროვე თბილისის უნიკალური ხედები, განსაკუთრებული ქართული და ევროპული სამზარეულოს შერწყმა და მაღალი ხარისხის მომსახურება.
ვაკანსია: მიმტანი (რესტორანი "ხედი")
გუნდში ვიწვევთ ენერგიულ, კეთილგანწყობილ და პასუხისმგებლობიან თანამშრომლებს, რომელთაც სურთ განვითარება სტუმარ-მასპინძლობის სფეროში და მაღალი ხარისხის სერვისის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კერძებისა და სასმელების პროფესიონალური შეთავაზება;
- შეკვეთების დროული და ზუსტი მიწოდება;
- მაგიდების სერვირება და დარბაზის მოწესრიგება;
- ანგარიშსწორების პროცესის მართვა (ჩეკების მომზადება);
- ბანკეტებისა და კონფერენციული ღონისძიებების სტუმართა მომსახურება;
- შრომის უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
ძირითადი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის ცოდნა - სავალდებულოა.
პიროვნული თვისებები:
- მომხმარებელზე ორიენტირებულობა და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- დეტალებზე ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ფიქსირებულ ხელფასს + დანამატს გარკვეული კატეგორიის მაგიდებიდან;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე;
- ღამის ტრანსპორტირებას;
- კვებას;
- ფიტპასს, სამედიცინო დაზღვევას.