მიმტანი — IDEA Collection by GINO HOTTELS

samushao.ge
IDEA Collection by GINO HOTTELS — ლოგო
IDEA Collection by GINO HOTTELS

მიმტანი

₾1200 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ არის ახალი 5* ბუტიკ სასტუმრო თბილისის ცენტრში, რომელიც მელიქიშვილის გამზირის 47/49 ნომერში მდებარეობს.

სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით და სტუმრებს 67 კომფორტულ ოთახს, აუზს, სპა და ველნეს ცენტრს, რესტორანსა და უნიკალურ ჯაზ-ბარს სთავაზობს. ეს არის სივრცე, სადაც ქალაქის ენერგია, სტილი და დასვენება ერთიანდება.

სასტუმრო ქართულ-სლოვაკური საინვესტიციო კომპანია „ჯინო ჰოლდინგის“ შემადგენლობაში შედის, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს დასვენების, სტუმარ-მასპინძლობისა და უძრავი ქონების სექტორში.

„იდეა ქოლექშენ ბაი ჯინო ჰოტელს“ აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ლოკაცია: პ. მელიქიშვილის 47/49

ძირითადი მოვალეობები:

  • სარესტორნო სივრცის/მაგიდის მომზადება, სერვირება, მოწესრიგება
  • ეფექტური კომუნიკაცია და დროული უკუკავშირი სტუმრებთან და გუნდის წევრებთან
  • შეკვეთის აღება და ინფორმაციის სამზარეულოსთან დროულად გადამისამართება
  • მაგიდებისა და სერვისის სივრცის სუფთად და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება
  • ეფექტური, მეგობრული და პროფესიონალური სერვისის გაწევა სტუმრებისთვის

მოთხოვნები:

  • მუშაობის გამოცდილება სტუმარ მასპინძლობის სფეროში
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, POS სისტემები)

კომპანია გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • დამატებით პრივილეგიებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობას)
  • კვებით უზრუნველყოფას
  • ანაზღაურება 1200 ლარი (NET)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ