მიმტანი
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
- უზრუნველყოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა;
- მოამზადოს სამუშაო გარემო, შეავსოს და მოაწესრიგოს გერიდონი;
- განათავსოს მაგიდები და მოაწესრიგოს გარემო შესაბამისად კვების ობიექტის გახსნამდე;
- ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება სასტუმროსა და კვების ობიექტებზე;
- უზრუნველყოფს ეფექტურ, სწრაფ, უსაფრთხო და თავაზიან მომსახურებას;
- ყოველთვის უზრუნველყოფს უწყვეტ სამუშაო პროცესს განსაზღვრულ პოზიციაზე.
საჭირო უნარები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
- ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
- სამუშაო განრიგი: 5/2, 9 საათიანი ცვლები.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
წარმატებებს გისურვებთ!