მიმტანი — სასტუმრო პურის მოედანი

სასტუმრო პურის მოედანი — ლოგო
სასტუმრო პურის მოედანი

მიმტანი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ძველი თბილისის შუაგულში მდებარე, 17 ნომრიანი ბუტიკური ტიპის სასტუმრო "Puris Moedani Hotel Tbilisi." სტუმარ-მასპინძლობის ჰოლდინგის "Landmarker Group"-ის წევრია.

"Puris Moedani Hotel Tbilisi" აცხადებს მიმტანის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პურის მოედანი, #1 #2

სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე

ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუმრების მომსახურება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
  • მენიუს სრულფასოვანი ცოდნა შემადგნელობისა და ალერგენების გათვალისწინებით
  • შეკვეთების მიღება, ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა, სტუმრის სარესტორნო სივრცეში მიღებისა და გამასპინძლების სრული ციკლის მართვა
  • შეკვეთის შეყვანა და სათანადო კონტროლი პროგრამაში
  • მაგიდის მომზადება სტუმრისთვის, სერვირება
  • რესტორნის სივრცეების მოწესრიგებაზე ზრუნვა, სისუფთავის კონტროლი

მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

უნარები:

  • პასუხისმგებლიანობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები
  • დეტალებსა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულობა

რატომ უნდა გახდე ჩვენი გუნდის წევრი?

  • განვითარების სივრცე სხვადასხვა ლოკაციაზე - გუნდში ყოფნა ნიშნავს არამარტო ერთ პოზიციას, არამედ შესაძლებლობას — გადახვიდე სხვა ობიექტზე, მიიღო ახალი გამოცდილება და განავითარო შენი უნარები რეალურ გარემოში.
  • ბენეფიტები, რომლებიც შენზეა მორგებული - სპეციალური ფასები landmarker Group-ში შემავალ სასტუმროებში, პიროვნული განვითარებისთვის განკუთვნილი შესაძლებლობები და ისეთი სამუშაო გარემო, რომელიც შენს კეთილდღეობაზე ზრუნავს

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ