მიმტანი — სასტუმრო ტიფლის პალასი

სასტუმრო ტიფლის პალასი — ლოგო
სასტუმრო ტიფლის პალასი

მიმტანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გლორია" მართავს ორ სასტუმროს — "ტიფლის პალასს", რომელიც გახლავთ ბუტიკური ტიპის სასტუმრო (მდებარეობს ძველ თბილისში და მოიცავს 43 ნომერსა და რესტორან "ტიფლის ვერანდას") და "Grand Gloria"-ს — 5-ვარსკვლავიან სასტუმროს, რომელიც მდებარეობს ბულვარის პირველ ზოლში და მოიცავს 167 ნომერს, სპა ცენტრსა და რესტორანს.

კომპანია უკვე 12 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა სტაბილურობით.

შპს "გლორია" რესტორან "ტიფლის ვერანდასთვის" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. 3

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ენები: ინგლისური და რუსული

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას.

ვის ვეძებთ ჩვენ:

ჩვენ ვიზრდებით და ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს, ვინც მზად არის ახალი გამოწვევებისთვის და აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • აქვს მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • იცის რუსული და ინგლისური ენები;
  • არის პუნქტუალური, კომუნიკაბელური და შედეგზე ორიენტირებული.

მოვალეობები:

  • სტუმრების დახვედრა და მაგიდასთან მათი მიცილება;
  • მაგიდის მომზადება კერძების გამოსატანად, მენიუს გაცნობა, შეკვეთის მიღება, კერძებისა და სასმელების მირთმევა;
  • მაგიდის ალაგება;
  • ანგარიშსწორების პროცესის მართვა;
  • სტუმრების გაცილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 2 აგვისტო.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ