მიმღები-რეგისტრატორი
კლინიკა " მედ დიაგნოსტიკა " პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას. იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას. კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 16:00 საათამდე ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე; ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკაში მოსული პაციენტების მიღება შესაბამისი პროცედურების დაცვით; ** პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი მომსახურების გაწევა; ** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის გადამოწმება და რეგისტრაცია; ** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურებისა და ღირებულების შესახებ; ** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა; ** განიხილება გამოცდილების გარეშე; პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებული; ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** კომუნიკაბელური;