მიმღები დეპარტამენტის თანამშრომელი
"ვერარეზიდენს" აცხადებს ვაკანსიას მიმღები დეპარტამენტის თანამშრომლის პოზიციაზე. სამუშაოს აღწერა სასტუმროში შემომსვლელი სტუმრების დახვედრა შესაბამისი წესით, სასტუმროს მაცხოვრებლებისათვის სათანადო ყურადღების მიქცევა. დეპარტამენტებს შორის სწორი კომუნიკაციის დამყარება. მოვალეობები და პასუხისმგებლობები: ** სასტუმროს პოზიტიური იმიჯის წარმოდგენა სტუმრებსა და თანამშრომლებთან ** სასტუმროში შემოსული სტუმრების თავაზიანად მიღება-განთავსება-გაცილება (სტუმრების განთავსების (Check-In, Check-Out) პროცესის უზრუნველყოფა) ** სტუმრებისა და თანამშრომლებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება, კეთილგანწყობილი და თავაზიანი დამოკიდებულება ** ფინანსური ანგარიშსწორების/ოპერაციების/გადახდების სასტუმროს სისტემაში დროული ასახვა ** სასტუმროში შემოსული სტუმრების პირადი მონაცემებისა და გადახდის დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომში მოწესრიგება, კონფიდენციალურობის დაცვით. ** ინვოისებისა და სარეგისტრაციო ბარათის წესისამებრ წარმოება და დახარისხება ** სასტუმროს ტელეფონის, ელ-ფოსტისა და შეტყობინებების პროფესიონალურად მიღება და დროული პასუხი ** სასტუმროს ყველა ონლაინ არხსა და პლატფორმაზე სტუმრებთან დროული კომუნიკაცია და მათ მოთხოვნებზე დროული რეაგირება ** ჰენდოვერის წარმოება, გაცნობა და შემდეგი ცვლისთვის ინფორმაციის გაზიარება/გადაბარება ** სასტუმრო პროგრამის ათვისება (ცოდნა) ჯავშნებისა და სტუმრების მოთხოვნების სასტუმროს სისტემაში შეყვანა ** თავაზიანი ურთიერთობა სტუმრებთან და მათ მოთხოვნებზე სწრაფი, ეფექტური რეაგირება ** სასტუმროში არსებული სტანდარტებისა და შიდა განაწესის დაცვა ** წინა ცვლისგან მიღებული ინფორმაციის დამუშავება, სამუშაო სივრცისა და დღის განმავლობაში წარმოებული დოკუმენტების/ინვოისების/სარეგისტრაციო ბარათების/გადახდების მოწესრიგება ** ლობისა და მიმღები განყოფილების წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა ** სტუმრების მოთხოვნებისა და საჩივრების ხელმძღვანელობისთვის დროულად გაცნობა ** სისტემების (PMS, ტელეფონი, Wi-Fi) მუშაობის მონიტორინგი და პრობლემების მყისიერი დაფიქსირება დროული გადაჭრის მიზნით ** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა ** დაიცვას სასტუმროს უნიფორმის დრესკოდი ** სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკის ცოდნა და სახანძრო განგაშზე რეაგირების პროცესების გაცნობა სტუმრებზე ზრუნვა: ** მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდება სტუმრებისათვის, შესაბამისი სტანდარტების დაცვით ** სტუმრისგან უკუკავშირის მიღება და შესაბამის კომენტარებზე დაყრდნობით საჭირო ნაბიჯების გადადგმა ** მომსახურების სტანდარტების გაუმჯობესება და მათ განვითარებაზე ზრუნვა ** სწორი, გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფა თანამშრომლებსა და სასტუმროს დანარჩენ დეპარტამენტებს შორის ხელფასი: 1000, 00-1200, 00 (გამოცდილებიდან გამომდინარე) ლარი სუფთა ხელზე