მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი- ზუგდიდი — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსი- ზუგდიდი

შეთანხმებით ახალი ზუგდიდი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ტერაბანკის" ზუგდიდის ფილიალში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ჯგუფის უფროსს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს მოლაპარაკებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა და ხარ შედეგზე ორიენტირებული
** კრიტიკულ სიტუაციებში მარტივად იღებ გადაწყვეტილებას
** გაქვს მართვის უნარი

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ფინანსური უწყისების ანალიზი/შეფასება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის Excel-ის პროგრამის)

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. ზუგდიდი, თაბუკაშვილის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
** ანაზღაურება: ხელფასი + ჯგუფის წევრების გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

შენი მოვალეობა იქნება:

** ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების მართვა
** ფილიალის ბიზნეს მიმართულების თანამშრომლების გეგმების შესრულების, კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნების კონტროლი
** კლიენტების კმაყოფილებისა და ლოიალობის ზრდაზე ზრუნვა და მათთვის ** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ