მიკრო ბიზნესის ბანკირი- გორი — ტერაბანკი

ტერაბანკი — ლოგო
ტერაბანკი

მიკრო ბიზნესის ბანკირი- გორი

შეთანხმებით ახალი გორი · ადგილზე სრული განაკვეთი
"ტერაბანკის" გორის ფილიალში მიკრო ბიზნესის ბანკირს ვეძებთ.

ეს ვაკანსია შენთვისაა თუ:

** გაქვს მოლაპარაკების, გაყიდვების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ხარ კომუნიკაბელური და დეტალებზე ორიენტირებული
** შეგიძლია გუნდურად მუშაობა

შენი მოვალეობა იქნება:

** მიკრო და მცირე სეგმენტის კლიენტების მოზიდვა/შენარჩუნება და მათთვის მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** მიკრო და მცირე სეგმენტის სესხების დამუშავება, ფინანსური ანალიზის ჩატარება, დამტკიცება და გაცემა
** ინდივიდუალური გეგმის შესრულებაზე, საკრედიტო პორტფელის ზრდასა და ხარისხზე ზრუნვა

თუ გაქვს საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმის, ფინანსების ან ეკონომიკის განხრით)
** საბანკო/საფინანსო სფეროში ბიზნეს კლიენტებთან მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპლექსური ფინანსური მონაცემებისა და უწყისების ანალიზის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის Excel-ის პროგრამის) მაღალ დონეზე ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ექსკლუზიურ პირობებს ტერაბანკის საბანკო პროდუქტებზე
** გარემოს, სადაც ხელს შეგიწყობთ იყო გამბედავი, წარმოაჩინო შენი უნარები, თამამად გამოხატო იდეები და ინიციატივები

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: გორი, სტალინის ქუჩა 29
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
** ანაზღაურება: ხელფასი + გაყიდვების გეგმაზე მიბმული ყოველთვიური ბონუსი

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ