მერჩენდაიზერი - ბათუმი
შპს „დიპლომატ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში (კარფურის ობიექტებზე).
კომპანიის შესახებ: „დიპლომატ ჰოლდინგი“ 2002 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას საქართველოს მასშტაბით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებ-გვერდს: diplomatholding.com.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კარფურის სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის საუკეთესოდ წარმოჩენა და მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- პროდუქციის ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
- პროდუქციაზე ფასების სიზუსტისა და ფასმაჩვენებლების სწორად განთავსების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტებში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო ადგილები: „კარფურის“ (Carrefour) ფილიალები ბათუმში;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათ-კვირა დასვენება);
- სამუშაო საათები: 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა;
- პუნქტუალურობა და მიზანდასახულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.