MEP პროექტების მენეჯერი — ელემენტ ჰოლდინგი

ელემენტ ჰოლდინგი — ლოგო
ელემენტ ჰოლდინგი

MEP პროექტების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

„ელემენტ ჰოლდინგი” სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ წარმატებულ წარმომადგენელს აერთიანებს. შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო, როგორც სრულ, ასევე ვიწრო სპეციალიზებულ მიმართულებებს. მათი ნაწილი საერთაშორისო მასშტაბით ოპერირებს.

მსგავსი კომპლექსურობით, „ელემენტ ჰოლდინგი” საქართველოში უპრეცედენტო შესაძლებლობებს ქმნის და დარგის წამყვან წარმომადგენლად მიიჩნევა. „ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge

ელემენტ ჰოლდინგი აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სრული MEP (ელექტრო, ვენტილაცია, წყალმომარაგება და სხვა საინჟინრო სისტემები) სამშენებლო პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე მართვა;
  • MEP სამუშაოების მიმდინარეობის კოორდინირებული კალენდარული გრაფიკის მომზადება, პროქტის კრიტიკული ბილიკის განსაზღვრა;
  • პროექტის შესრულების გეგმისა და პროცედურების მომზადება, შეთანხმება, პერიოდული განახლება და შესრულებაზე კონტროლი;
  • პროექტში ჩართული ყველა მხარის ყოველკვირეული შეხვედრების ორგანიზება და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების მართვა, მათი შესრულების მონიტორინგი, მონაწილე მხარეებთან კომუნიკაცია და დავების გადაწყვეტა;
  • სამუშაოების დროის დეტალური გრაფიკის შედგენა და პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპების განსაზღვრა;
  • რისკების შეფასება, მათი მართვის გეგმის მომზადება და პრობლემების პრევენცია;
  • პროექტის ნახაზებისა და დოკუმენტაციის შესწავლა, საჭირო ცვლილებების შეთანხმება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ბიუჯეტის დაგეგმვა, ხარჯთაღრიცხვის შედგენა და გადახდების გეგმის მომზადება;
  • სამუშაოების ხარისხის კონტროლი, საჭირო დოკუმენტების გამოთხოვა და შესრულების მეთოდების შემოწმება;
  • ფორმა N2-ის შედგენა (შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტი);
  • სხვა საჭირო ამოცანების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში და პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მსგავსი მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ხარისხზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • კოორდინაციის უნარი;
  • მართვის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი - სრული;
  • ანაზღაურების განსაზღვრა მოხდება მხარეების შეთანხმებით, დასაქმებულის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.