მექანიკური საამქროს ზეინკალი — გ.ბ. კონსალტინგი

გ.ბ. კონსალტინგი — ლოგო
გ.ბ. კონსალტინგი

მექანიკური საამქროს ზეინკალი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "გ.ბ. კონსალტინგი" აცხადებს ვაკანსიას მექანიკურ საამქროში ზეინკლის თანამდებობაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

  • მექანიკურ საამქროში ლითონის ნაკეთობების წარმოებისას სხვადასხვა საზეინკლო სამუშაოების შესრულება, მათ შორის: ლითონის ზედაპირის დამუშავება, ლითონის დეტალების მორგება წინასწარ შემუშავებული ნახაზის მიხედვით.

სამუშაო ადგილი: თბილისი შემოვლითი გზის 35-ე კმ, ლოჭინის ხიდების მიმდებარე ტერიტორია.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • ასაკი: 18-დან 50 წლამდე.
  • საცხოვრებელი ადგილი: სასურველია სამუშაო ადგილიდან 5-20 კმ-ის რადიუსში.
  • ანალოგიურ საწარმოში მუშაობის გამოცდილება.
  • შესაბამისი პროფესიულ-ტექნიკური განათლება.
  • სიმაღლეზე, შეზღუდულ სივრცეში მუშაობის გამოცდილება და უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.
  • ჯანმრთელობის მხრივ შრომისუნარიანი.
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა (B ან С კატეგორია).
  • პრობლემური საკითხების სწორად და რაციონალურად გადაწყვეტილებების მიღება მუშა პროცესის გაუჩერებლად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • მოწესრიგებული.
  • შრომისმოყვარე.
  • აქტიური.
  • პუნქტუალური.

ანაზღაურება: გამოცდილების, კვალიფიკაციის და გამომუშავების მიხედვით, შესაძლებელია 1700÷2500 ლარი / თვეში.