მექანიკოსი- რუსთავი — პალატი

პალატი — ლოგო
პალატი

მექანიკოსი- რუსთავი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "პალატი" 2022 წელს დაარსდა. კომპანიის მაღალტექნოლოგიური წარმოება პასუხობს ნებისმიერი სირთულის საინჟინრო მოთხოვნას სამშენებლო თუ ავეჯის წარმოების სფეროში. პალატის პარტნიორთა რიგებშია ამერიკისა და ევროპის წარმატებული კომპანიები, ხოლო ექსპორტი საერთაშორისო სერტიფიცირებითა და ხარისხის კონტროლით ხორციელდება. კომპანიის წარმატების მთავარი მამოძრავებელი ძალა 400-მდე პროფესიონალის ერთობლივი ძალისხმევა და საერთო ღირებულებებია.

კომპანია "პალატი" გთავაზობთ შესაძლებლობას, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, გ.მაზნიაშვილის № 4

გრაფიკი: სრული, კვირაში 40 საათი

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:

  • მზარდ და მუდმივად განვითარებად კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • ყოველდღიურ კვებას, რომელსაც კომპანია უზრუნველყოფს (თანამშრომლის სიმბოლური თანამონაწილეობით);
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მანქანა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი და გაუმართაობების დროული გამოვლენა.
  • ტექნიკური მომსახურებისა და გეგმურ-პრევენციული რემონტის (პპრ-ის) სამუშაოების შესრულება.
  • აღჭურვილობის გაუმართაობის მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.
  • ახალი მოწყობილობებისა და კვანძების მონტაჟში, ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობა.
  • სათადარიგო ნაწილებისა და საჭირო ინსტრუმენტების მარაგების კონტროლში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის მიერ კომპეტენციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან საშუალო სპეციალური ტექნიკური განათლება;
  • ჰიდრავლიკის და პნევმატიკის სისტემების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

  • დეტალებზე ორიენტაცია;
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და ვადების დაცვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის და კომუნიკაციის უნარი, კომპანიის ყველა რგოლთან ეფექტური ურთიერთობისთვის;
  • სწრაფად სწავლისა და განვითარების მოტივაცია.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: https://palatillc.com/

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.

შპს "პალატი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!